AGRAS MG-1P
სერია
ინოვაციური მიდგომა | გაზრდილი ეფექტურობა
MG-1P-ს აქვს განახლებული მართვის პულტი, რომელიც იყენებს მართვის ორ სიხშირეს. დაბალ სიმაღლეზე ფრენა შესაძლებელია 3 კილომეტრამდე რადიუსში უწყვეტი ვიდეოსიგნალის პირობებში. MG-1p გვთავაზობს რამდენიმე დრონის ერთი პულტიდან მართვის შესაძლებლობას. ერთ პილოტს შეუძლია აკონტროლოს 5-მდე დრონი მხოლოდ 1 მართვის პულტის გამოყენებით. ეს შეამცირებს საოპერაციო ხარჯებს და დაგვეხმარება, შევასრულოთ მეტი სამუშო ნაკლებ დროში.
FPV კამერა
უსაფრთხოება
123 გრადუსი, ფართო ხედვის კუთხის მქონე კამერის საშუალებით დრონი გადმოსცემს HD ვიდეო გამოსახულებას, საშუალებას გვაძლევს ჩავიწეროთ გავლილი მარშრუტი და ეხმარება დაბრკოლების თავიდან აცილების სენსორებს, იმუშაონ უფრო ეფექტურად.
დრონი აღჭურვილია ჩამოვარდნისგან თავდაცვის სისტემით, უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ერთ-ერთი ძრავის გათიშვის შემთხვევაშიც კი.
8 ძრავიანი MG-1P სერიის აგროდრონები ფლობენ პროპულსიისა და კონტროლის დახვეწილი ალგორითმებს, რათა უზრუნველყონ ფრენის უსაფრთხოება, ერთ-ერთი ძრავის გათიშვის შემტხვევაშიც კი.
მაღალი სიზუსტის რადარი. სრული უსაფრთხოება
MG-1p აღჭურვილია მრავალმიმართულებიანი რადარის სისტემით, რომელიც აერთიანებს სამი მაღალი სიზუსტის მქონე აღმომჩენ რადარს და ერთ დაბრკოლების თავიდან არიდების სენსორს. მას შეუძლია აღმოაჩინოს ისეთი პატარა ობიექტები, როგორიცაა 0.5 სანტიმეტრიანი ელექტროხაზი 15 მეტრის მოშორებიდანაც კი. რადარის სისტემას გააჩნია IP67 სერტიფიკატი და უძლებს ნებისმიერ ამინდს.
MG-1P RTK
ზუსტი პოზიციონირება
MG 1p RTK სისტემა პოზიციონირებს სანტიმეტრის სიზუსტით, უმკლავდება ელექტრომაგნიტურ გარემოს და აუმჯობესებს ფრენის სტაბილურობას უფრო უსაფრთხო და სანდო ფრენისთვის. MG-1P RTK მუშაობს ახალ მობილურ სადგურთან ერთად, რომელიც ტერიტორიის მეფინგის გასაუმჯობესებლად გამოიყენება.
BANKED TURNING
MG v2.0 აპლიკაციას დაემატა ახალი სამუშაო რეჟიმები. რამდენიმე დრონის ერთდროულად მართვის რეჟიმი არის მარტივი და ინტუიტიური. ასევე, დამატებულია Banked Turning, რომელიც იყენებს ოპტიმალურ საფრენ ბილიკებს და ზრდის ფრენის ეფექტურობას 20 %-ით. გარდა ამისა, A-B მარშუტის ოპერირების რეჟიმი და ხელით მართვის რეჟიმები კვლავ არის ხელმისაწვდომი.
საფრქვევი სისტემა
MG-ის საფრქვევი სისტემა გამოიყენება მყარი მასალის გამოსაფრქვევად- როგორც მყარი სასუქის შესატანად, ისე საჰაერო თესვისთვის. დრონზე დამონტაჟებულია საფრქვევი დისკი და სპეციალური კონტეინერი, რომლებიც აკონტროლებს შიგთავსის (მყარი სასუქი ან დასათესი მარცვლების) გამოფრქვევის რაოდენობას და ხდის ოპერაციას უფრო ზუსტსა და სანდოს.
უპირატესობები
საფრქვევი სისტემა კარგად მუშაობს როგორც მაღალი, ასევე დაბალი ტემპერატურის პირობებში. ხელით შეტანისგან განსხვავებით, დრონი უზრუნველყოფს სასუქისა თუ დასათესი მარცვლების უფრო თანაბრად გადანაწილებას.
რეკომენდირებული პარამეტრები:
-
1 კმ2-ზე 0,75-0,9 კგ ნივთიერება
-
გამოფრქვევის სიჩქარე: 1 კგ/წთ
-
გამოფრქვევის რადიუსი: 4-6 მ
-
ფრენის სიჩქარე: 4 მ/წმ
ფრენა
წონა (ელემენტის გარეშე)- 9.7 კგ
სტანდ. აფრენის წონა- 23.8 კგ
მაქს. აფრენის წონა- 24.8 კგ
ერთ ადგილზე ფრენის დრო: 20 წთ (მხოლოდ ელემენტი); 9 წთ (სრულად დატვირთული)
მაქს. სიჩქარე: 7 მ/წ (მისიის შესრულებისას); 12 მ/წ (GPS-ით) ; 15 მ/2 (GPS-ის გარეშე)
ოპერირების მაქს. სიმაღლე ზღვის დონიდან- 2000 მ
ფრენის რეკომენდირებული ტემპერატურა- 0 – 40 °C
მაქს. წარმადობა- 6 ჰა/სთ
წინაღობის აღქმის რადიუსი-1.5 მ - 30 მ (დამოკიდებულია წინაღობის ზომაზე)
დრონის IP სტანდარტი- 43
რადარის IP სტანდარტი- 67
მაქსიმალური დისტანცია- 3 კმ (მაღალი ხარისხის გამოსახულების გადაცემის შემთხვევაში)
შესხურების სისტემა
ავზის მოცულობა- 10 ლ
ბუნიკის მოდელი- XR11001VS
ბუნიკების რაოდენობა- 4
წვეთის ზომა- 130-250 მიკრონი
გაფრქვევის რაოდენობა- 2.4 ლ/წთ
გაფრქვევის სიგანე- 4.5 მ
ელემენტი
მოდელი- MG-12000P
ვოლტაჟი- 44.4v
IP სტანდარტი- 54
მოცულობა- 12 000mAh
წონა- 4 კგ