top of page
78433c150105250c4ed511013c2e08d0.jpg

ინფრასტრუქტურა

ფართო აქტივების ქსელის ვიზუალიზაცია

გზების კონსტრუქცია

თანამედროვე ქალაქები წარმოუდგენელია გამართული ტრანსპორტირების გარეშე. თუმცა, ახლანდელი გზების უმეტესობა აგებულია წინა საუკუნეში და საჭიროებს რეგულარულ ინსპექციას, რათა უზრუნველყოს არამხოლოდ ეფექტურობა, არამედ საზოგადოების უსაფრთხოება.

DJI-ს საფრენი აპარატები ფლობენ ფოტოგრამეტიულ შესაძლებლობებს, რაც საშუალებას იძლევა სწრაფად აღმოჩნდეს და  შეკეთდეს დაზიანებული მონაკვეთები. ეს ინფორმაცია სწრაფადვე გადამუშავდეს სპეციალურად შექმნილ პროგრამაში, რათა მივიღოთ  ადგილის რუკა და 3D მოდელირებები. ტრანსპორტირების ექსპერტებს შეუძლიათ შეაფასონ საჭიროებები და იმოქმედონ უფრო ეფექტურად.  დრონები ასევე გამოიყენება გზების მშენებლობის დასაგეგმად და მონიტორინგისთვის, ისევე როგორც საცობების შესაფასებლად, რისთვისაც საჭირო იქნებოდა ვეტმფრენის გამოყენება. 

flying-under-bridge-scaled.jpg
DSC02070-1.jpg

 

რესურსების მომპოვებელი ორგანიზაციები მუდმივად არიან დაბალი ფასებისა და რეგულაციების ინტენსიური წნეხის ქვეშ.  ოპერატიული ეფექტურობა მაღაროების მუშაობის ფუნდამენტური ნაწილია, განსაკუთრებით რთული ბაზრის პირობებში. უპილოტო საფრენი აპარატებით კი შესაძლებელია უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის მიღება. სწრაფი გეოდეზიური კვლევა, სახმელეთო საკონტროლო წერტილების მონიშვნით უზრუნველყოფს სანტიმეტრების დონის სიზუსტეს. 

ავტომატიზირებული კალკულაცია და ფერდობის გრადაცია გვაწვდის შეუფასებელ ინფორმაციას მუშაობის შედეგებსა და კარიერებში საწვავის მოხმარების ხარჯებზე.  DJI-ს პლატფორმით შესაძლებელია ავტონომიური ინსპექცია M600 Pro-სა და LiDAR-ის სენსორით. მსგავსი გამოყენებები მნიშვნელოვნად ზრდის სამუშაო პროცესის უსაფრთხოებას და ამასთანავე, არის ეკონომიური მიდგომა არსებულ მეთოდებთან შედარებით.

maxresdefault%20(2)_edited.jpg

მაღაროები

dji-zenmuse-l2-lidar-price-buy.webp
1720531526.webp

გეოდეზიური სამუშაოები

DJI-ს უპილოტო საფრენი აპარატების პლატფორმები უმოკლეს დრონში აწვდის  GIS პროფესიონალებს გეოდეზიურ გამოსახულებას.  DJI-ს ყველა პლატფორმა ფლობს GPS ინფორმაციას, რაც შემდეგში შესაძლოა დამუშავდეს ფოტოგრამეტრიულად და შეიქმნას მოსანიშნი წერტილები, ორთომოზაიკები და ციფრული რელიეფური მოდელები.

დრონების შექმნამდე მსგავსი ინფორმაცია მოიპოვებოდა ვეტმფრენების საშუალებით. ახლა კი მეფინგის ტექნოლოგია არის უფრო ხელმისაწვდომი, რაც ინდივიდებსა და ორგანიზაციებს ყველაზე კომპაქტური ხელსაწყოთი აღჭურავს.  

ჩვენ შესახებ

 DJI-ს ავტორიზებული დილერი საქართველოში , რომელიც სერვისების სრულ სპექტრს სთავაზობს მომხმარებელს DJI ინდუსტრიული პროდუქციის ტრენინგისა და შეკეთების ჩათვლით.

©2020 COPTER TECH

კომერციული პროდუქცია
გაერთიანება
გამოგვყევი
  • Facebook
  • YouTube
  • Instagram
bottom of page